ნინო გვენეტაძე თსუ-ის პრორექტორად დაინიშნა

 
უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ლიბერალს“ თსუ-ში დაუდასტურეს.  ინფორმაციას ადასტურებენ უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურშიც.მათი თქმით, ნინო გვენეტაძე უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა.  თსუ-ში აცხადებენ, რომ უნივერსიტეტის რექტორს ორი ახალი მოდგილე ჰყავს,- ნინო ოკრიბელაშვილი სამეცნიერო, ნინო გვენეტაძე კი სასწავლო მიმართულებებს უხელმძღვანელებენ. ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის აგვისტოში განაცხადა. როგორც განცხადებაში იყო ნათქვამი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, საზღვარგარეთ რამდენიმეთვიან მკურნალობას საჭიროებდა.