ნოდარ მელაძე ჯიპა-ფრიდმანის ვერცხლის პრიზის მფლობელი გახდა

 
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახზე გაკეთებული ჟურნალისტური გამოძიებისთვის - „რუსთავი 2- ის განმხილველი მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ოჯახს, მერიამ 1 მილიონი ლარის ქონება მისცა" -ნოდარ მელაძე ჯიპა-ფრიდმანის სპეციალური ვერცხლის პრიზის მფლობელი გახდა.  საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა  ცქრიალა შერმადინი (სტუდია „მონიტორის") გამოძებისთვის “ქართული ცხვრის გასაჭირი” . საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა  ნამუშევარი ნათია ჩეხერიას (სტუდია „მონიტორი" ნამუშევარი „პოლიციური სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ”. საუკეთესო ტელე-გამოძიებისათვის ფულადი პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდა ასევე სტუდია „მონიტორის" ნამუშევარი „აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში 2" ჯიპა-ფრიდმანის  საპატიო ჯილდო მიიღო  სალომე ცეცხლაძის (სტუდია „მონიტორი") ნამუშევარმა “ბავშვები ჩვენი რელობიდან” ჯიპა-ფრიდმანის  საპატიო ჯილდო მიიღო  ნამუშევარმა გიორგი გვიშიანის („რუსთავი 2) ნამუშევარმა „რა მოხდა გორის გვირაბთან" საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ჯიპა-ფრიდმანის პრიზი, საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრების გამოსავლენად 2012 წელს დაარსა.