ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა
დღეს შუადღისას, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.
53 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ლიბერალს უთხრეს, დაწყებულია გამოძიება 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.