ომბუდსმენი: მამალაძის თქმით, მისთვის წარდგენილ ბრალში სასულიერო პირზე საუბარი არაა
„მამა გიორგი მამალაძე ამბობს, რომ ბრალში, რომელიც მას წარედგინა, საერთოდ არ არის საუბარი სასულიერო პირზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების დატოვების შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს. ომბუდსმენი დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
მისი თქმით, ბრალდებულს დეტალებზე არ უსაუბრია.
„მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გახმაურებულ ინფორმაციზე, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ბრალში საერთოდ არ არის საუბარი”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის ინფორამციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს.