ოზურგეთში ხარაჩოდან ჩამოვარდნის შედეგად მუშა დაშავდა

 
დღეს, დილით ოზურგეთში  ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.