პაატა შამუგიას დამსაქმებლის ვაკანსია

 
პოეტი პაატა შამუგია ვებ-პორტალ „სიტყვა და საქმე"-ზე პაატა შამუგიას დამსაქმებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. ვაკანსიას უცვლელად გთავაზობთ. ვაცხადებ ვაკანსიას დამატებით სამსახურში ჩემს დამქირავებელზე (ნახევარი განაკვეთი). ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები • იყოს ასატანად კეთილსინდისიერი; • გადამიხადოს აუტანლად ღირსეულად; • შემიქმნას მუშაობისთვის სასიამოვნო გარემო. მოთხოვნები • დამსაქმებელს ევალება, იყოს კომუნიკაბელური, ფლობდეს ნერვებს და სტრესულ სიტუაციებში გაღიმების უნარს; • უნდა ჰქონდეს დამქირავებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება. პიროვნული თვისებები • დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, სხვისი შრომის პატივისცემისა და ხელფასის დროულად გაცემის უნარი; • დამსაქმებელს უპირატესობად ჩაეთვლება პოეზიისა და აჭარული ხაჭაპურის მინიმალურ დონეზე სიყვარული. CV გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] საგანმანათლებლო ხარისხი: დიპლომირებული სპეციალისტი სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: სრული დღე სამუშაო გამოცდილება: 5 წელზე მეტი ვაკანსიის მაძიებლის სქესი: ნებისმიერი ვაკანსიის დეტალური მისამართი: თბილისი საკონტაქტო ელ.ფოსტა: [email protected]  B კატეგორია.