პაპი ფრანცისკე: გენდერის თეორიის სწავლება ახალგაზრდების ინდოქტრინაციაა

 
პაპი ფრანცისკეს თქმით, „ჰომოსექსუალები და ტრანსსექსუალები" პატივისცემით მოპყრობას იმსახურებენ, თუმცა გენდერის თეორიის სწავლება ახალგაზრდების „ინდოქტრინაციაა". „როდესაც ადამიანი (რომელიც გეია) ქრისტეს წინაშე წარსდგება, რა თქმა უნდა, ქრისტე მას არ ეტყვის, განმშორდი, რახან გეი ხარო" - თქვა პაპმა.  Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ პაპმა, რომლის ცნობილია თავისი ფრაზით ჰომოსექსუალების შესახებ, - „ვინ ვარ მე, რომ ისინი განვსაჯო", ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს ქორწინებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ პაპის კომენტარს ეხებოდა.  საქართველოში ვიზიტის დროს, პაპმა განაცხადა, რომ სკოლაში გენდერის თეორიის სწავლება ქორწინების წინააღმდეგ „გლობალური ომია". პაპის თქმით, იგი გვერდში ედგა ადამიანებს, რომლებიც ჰომოსექსუალები არიან და ისინი არასდროს მიუტოვებია, თუმცა ზოგიერთმა ვერ მაოხერხა, „ეკლესიის სწავლებას დამორჩილებოდნენ".