პარიზში, სამართალდამცველზე თავდამსხმელი, რომელიც ყვიროდა - „ეს სირიისთვის“, დაკავებულია

 
ტელეკომპანია BFMTV-ის ინფორმაციით, პარიზის პოლიციამ პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომელიც ტაძრის სიახლოვეს ჩაქუჩით ცდილობდა თავს დასხმოდა სამართალდამცველი ორგანოს თანამშრომელს.თავდამსხმელი დაიჭრა და განიარაღეს. ამავე ტელეკომპანიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 40 წლის, ალჟირელი სტუდენტია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს. მას აღმოაჩნდა ჩაქუჩი და ორი დანა. შინაგან საქმეთა მინისტრის ჟერარ კოლონის განცხადებით, პოლიციელზე თავდასხმის დროს დამნაშავე ყვიროდა: „ეს სირიისთვის“.