პარლამენტი მოსამართლეების არჩევის წესზე კანონპროექტს ომბუდსმენის მოსმენის შემდეგ უყრის კენჭს

 
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს მას შემდეგ უყრის, რაც აღნიშნულ საკითხზე სახალხო დამცველის მოხსენებას მოისმენს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს პარლამენტი მეორე მოსმენით, 17 აპრილის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავს. 18 აპრილს კი, ამავე საკითხზე სახალხო დამცველისნინო ლომჯარიას შეფასებას მოისმენს, რომელიც პარლამენტში მოხსენებით საკუთარი ინიციატივით მოდის. სწორედ ამის შემდეგ გაიმართება საკანონმდებლო პაკეტზე კენჭისყრა.