პარლამენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვას იწყებს

 
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტი საკონტიტუციო პროექტის განხილვას იწყებს. კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.  „დღეიდან, პარასკევის ჩათვლით, გაიმართება საკომიტეტო მოსმენები. ამის შემდეგ დაიწყება განხილვა პლენარულ ფორმატში. ჩვენ გვინდონდა, რომ შემდეგ სესიებზე ყოფილიყო განხილვა - 12-26 ივნისის კვირაში, თუმცა ვენეციის კომისიის პლენარული სხდომა ჩაინიშნა 16 ივნისს და მივიღეთ გადაწყვეტილება, დაველოდოთ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას. აქედან გამომდინარე, დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა 19 ივნისის კვირაში და გაიმართება პირველი მოსმენით განხილვა. ამის შემდეგ გადავალთ საკომიტეტო განხილვაზე და მისი დასრულებისთანავე გაგრძელდება პლენარული განხილვა“, - განაცხადა კობახიძემ.