პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2017 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გენდერული თანასწორობის საბჭოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს
„გეგმა საკმაოდ ამბიციურია. ჩვენ თვეების განმავლობაში ვმუშაოდით გეგმის შემუშავებაზე, მათ შორის, დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. წარმოდგენილ დოკუმენტში ასახულია თითქმის ყველა შენიშვნა, რომელიც საჯარო განხილვის დროს წარმოადგინეს როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს, ასევე დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ერთწლიანი სამოქმედო გეგმის ოთხი მთავარი მიმართულებაა:
თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ფუნდამენტურად განსხვავდება წინა წლების გეგმებისგან და ასევე მოიცავს პარლამენტის საზედამხედველო როლის გააქტიურების კომპონენტსაც.
გენდერული თანასწორობის საბჭომ, დღევანდელ სხდომაზე, საბჭოში თემატური ჯგუფების ფორმირების და სამოქმედო გეგმის ამოცანების შესრულებაზე პასუხისმგებელი წევრების დანიშვნის საკითხები განიხილა. გენდერული თანასწორობის საბჭომ რეგიონებში ვიზიტების განრიგი განიხილა და გადაწყვიტა, რომ მიმდინარე წელს საბჭო საქართველოს რეგიონულ ცენტრებში ათამდე შეხვედრას გამართავს.