პარლამენტის პრესსამსახური დეპუტატების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევას არ ადასტურებს

 
პარლამენტის პრესსამსახური დეპუტატების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევას არ ადასტურებს. როგორც „ლიბერალს“ განუცხადეს, პარლამენტის წევრებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს პრევენციული შეტყობინებები, საეჭვო საფოსტო გზავნილის მიღების შემთხვევაში რეკომენდაციების გასათვალისწინებლად.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის წევრების ელექტრონულ ფოსტაზე კიბერშეტევა მოხდა. პარლამენტის თითქმის ყველა წევრმა ერთდროულად მიიღო საფოსტო შეტყობინება, რომ მათ გზავნილებზე კიბერთავდასხმაა.  შსს-ს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, კიბერშეტევასთან დაკავშირებით მათთან ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.