პარლამენტის სხდომაზე ემზარ კვიციანი და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ემზარ კვიციანსა და გიგა ბოკერიას შორის დაპირისპირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენას მოჰყვა. პარტია „ევროპული საქართველო“ მოითხოვდა, რომ ანგარიშის დიდი ნაწილი არ დახურულიყო. ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ემზარ კვიციანმა გიგა ბოკერიას უცხო ქვეყნის მოქალაქე უწოდა და განაცხადა, რომ აზრი არ აქვს, დაიხურება თუ არა სხდომა, რომელზეც უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს უსმენენ.  საკითხი კენჭისყრაზე გაიტანეს და  99 ხმით 16-ის წინააღმდეგ სხდომა დაიხურა.