პარლამენტმა 12 მაისი, რომელიც აქამდეც უქმე დღე იყო, წილხვდომილობის დღედ გამოაცხადა

 
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „შრომის კოდექსში“ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 12 მაისის უქმე დღედ გამოცხადების საფუძვლად  ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეც გამოცხადდა. „შრომის კოდექსში“ შევიდა ცვლილება: 12 მაისი – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე, საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე – იმედის დღე”. პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილა.