პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები აირჩია

 
დღეს პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს ოთხი არამოსამართლე წევრი აირჩია. ესენია: ნაზი ჯანეზაშვილი 108 ხმით ირმა გელაშვილი - 100 ხმით ლევან გზირიშვილი - 93 ხმით ზაზა ხარებავა - 84 ხმით ისინი უმაღლეს საბჭოში ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, ვახტანგ თორდიას და გოჩა მამულაშვილს ჩაანაცვლებენ. აღსანიშნავია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ კენჭისყრამდე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და მხარდაჭერა ნაზი ჯანეზაშვილს გამოუცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ოთო კახიძის განცხადებით, აბსოლიტურ უმრავლესობას არავითარი ხედვა არ წარმოუდგენია, რა პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში და როგორ უნდა დავძლიოთ გამოწვევები. „საპარლამენტო უმცირესობა „ევროპული საქართველო“ შეჯერდა მხარი დაუჭიროს ქალბატონ ნაზი ჯანეზაშვილს რომელიც სამოქალაქო სექტორიდანაა და არის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი. მან წარმოადგინა საკუთარი ხედვა როგორ უნდა გაუმჯობესდეს გარკვეულწილად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა. თუმცა ერთი ადამიანი ამისთვის საკმარისი არ იქნება“, - განაცხადა კახიძემ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს  საბჭოს 15 წევრი ჰყავს. საერთო სასამართლოებს საბჭოში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული 8 წევრი, მათ შორის, უმაღლესი საბჭოს მდივანი წარმოადგენენ. საბჭოს მოსამართლე წევრებს 24 ივნისს გამართულ მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევს პარლამენტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტმა უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. იგივე წესია პრეზიდენტის მიერ დასანიშნი კანდიდატის შემთხვევაშიც. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. ერთი და იგივე პირი წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. წარმოგიდგენთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეული წევრების ბიოგრაფიებს: ნაზი ჯანეზაშვილი: განათლება     ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ​ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ; ამერიკის შეერთებული შტატების  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამა აგვისტო, 2016 - ივნისი, 2017    მონტანას უნივერსიტეტი, ​მიზულა, მონტანა, აშშ; ინგლისური ენის ინსტიტუტი, აპრილი - აგვისტო, 2016     კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ​თბილისი, საქართველო; დოქტორანტი, თებერვალი, 2010 - დღემდე    კოლუმბიის უნივერსიტეტი, ​ნიუ იორკი; აშშ ადამიანის უფლებათა ადვოკატების პროგრამა,​ დაფინანსებული ღია საზოგადოების ფონდების მიერ, აგვისტო - დეკემბერი, 2009 ვარშავის უნივერსიტეტი, სამართლისა და ადმინისტრირების დეპარტამენტი, ​ვარშავა, პოლონეთი; ლეინ კირკლენდის სახელობის სტიპენდიების პროგრამა, სექტემბერი, 2008 - ივნისი, 2009    სამუშაო გამოცდილება შტატის სასამართლოების ეროვნული ცენტრი, ​არლინგტონი, ვირჯინია, აშშ; სამართლებრივი მკვლევარი, პროფესიული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში (Professional Affilation Program), იანვარი - ივნისი, 2017 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“​, ​თბილისი, საქართველო; სამართლებრივი ექსპერტი მაისი, 2015 წ. - დეკემბერი, 2017     ასოციაცია - საქართველოს მოსამართლეთა ერთობა​, ​თბილისი, საქართველო; აღმასრულებელი დირექტორი, ოქტომბერი, 2013 - მარტი, 2016     ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი, ​თბილისი, საქართველო; ევროკავშირის, ღია საზოგადოების ფონდების და ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების კოორდინატორი, თებერვალი, 2013 - დეკემბერი, 2015      არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ​თბილისი, საქართველო; აღმასრულებელი დირექტორი, იანვარი, 2011 - თებერვალი, 2013     არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, ​თბილისი, საქართველო; გამგეობის თავმჯდომარე, თებერვალი, 2010 ​-​ დეკემბერი, 201​0            ​ადამიანის უფლებათა პოლონეთის ჰელსინკის ფონდი, ​ვარშავა, პოლონეთი; სტაჟიორი/პროექტის კოორდინატორი, მარტი - ივნისი, 2009    სხვა პროფესიული გამოცდილება       საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, ​ წევრი, ნოემბერი, 2015 - მარტი, 2016     ოჯახში​ ​ძალადობის​ ​მსხვერპლის​ ​სტატუსის​ ​განმსაზღვრელი​ ​ჯგუფი, საუწყებათაშორისო საბჭო, ​ წევრი, თებერვალი, 2015 - მარტი, 2016    საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, ​ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრი/ექსპერტი, ივლისი, 2013 -  დეკემბერი, 2014    აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, პირველი სამუშაო ჯგუფი „დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“, ​ თანაკოორდინატორი და საკოორდინაციო საბჭოს წევრი, დეკემბერი, 2012 -  იანვარი, 2014  კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, ​ მმართველი საბჭოს წევრი, მაისი, 2011 - თებერვალი, 2013     თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, ​ გამგეობის წევრი/თანადამფუძნებელი, სექტემბერი, 2010 - თებერვალი, 2013    საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ​ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში, მაისი, 2006 ლევან გზირიშვილი:  განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულება  იყო მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი(2004-2008 წლებში). ირმა გელაშვილი: განათლება გამოცდილება ზაზა ხარებავა: განათლება სამუშაო გამოცდილება: