პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი ჩააგდო
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა. 38 დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
პირველი ქვორუმის დროს რეგისტრაცია 138 დეპუტატმა გაიარა. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატების მოსაყვანად დრო თხოვა, რადგან მათ 11 დეპუტათი აკლდათ, ორი ავადმყოფობის ერთი კი მივლინების გამო.
მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც დარბაზში არ იმყოფებოდნენ ტელეფონით უკავშირდებოდნენ.
განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ ქვორუმი 139-მა დეპუტატმა გაიარა. ამის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ თალაკვაძეს მიმართა, რომ ის დროს წელავდა. ვისაც მისვლა სურდა უკვე იქ იყო. მესამე ცდაზე ქვორუმი 141-მა დეპუტატმა გაიარა.