პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია

 
პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაია აირჩია. თოლორაია აღნიშნულ თანამდებობაზე 6 წლის ვადით აირჩიეს.   სახელმწიფო ინსპექტორის არჩევა პირდაპირ კენჭისყრით მოხდა . კანდიდატებისთვის პლენარულ სხდომაზე არ მოუსმენიათ. ლონდა თოლორაია მანამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.  ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობას თამარ ქალდანი იკავებდა. თამარ ქალდანს  თანამდებობაზე 3 ივლისს ეწურება ვადა.