პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ოთო კახიძე დაშავდა

 
გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტში დეპუტატთა შორის დაპირისპირების შედეგად „ევროპული საქართველოს“ წევრი  ოთო კახიძე დაშავდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, კახიძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტის შენობა დატოვა. მას თავიდან სისხლი სდიოდა.  როგორც „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება, დეპუტატთა ოთახში პარლამენტის წევრებს შორის, კერძოდ კი გიორგი კანდელაკსა და ვანო ზარდიაშვილს შორის ჩხუბი მოხდა. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მათგანმა საფერფლე ისროლა, რომელიც კახიძეს მოხვდა.