პატრიარქი დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახს 21 ივნისს შეხვდება

 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს 21 ივნისს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ლიბერალს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.  „მიუხედავად იმისა, რაც მათ (მამალაძის ოჯახმა) წინა დაგეგმილი შეხვედრის დროს მოიმოქმედეს და პირობები დააყენეს, ულტიმატუმებით დაიწყეს საუბარი და ერთი საათი ელოდა პატრიარქი და არ მობრძანდნენ შეხვედრაზე, მისმა უწმინდესობამ მაინც გადაწყვიტა, რომ შეხვდეს ოჯახის წევრებს. ოთხშაბათს, 21 ივნისს, 13:00 საათზე“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა დღეს გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ  „საპატრიარქოსთან მამაოს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად დავდგებით მანამ, სანამ არ მიგვიღებენ. ოჯახში 10 ადამიანი ვართ. დაპირებები არის ყოველდღე, მაგრამ კონკრეტული დღე რომ მოვა, იმ დღეს დამირეკავენ და მეუბნებიან, რომ პატრიარქი ან შეუძლოდ არის, ან სხვაგან მიდის“.