პატრიარქი დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს შეხვდება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებს დღეს, 13:00 საათზე შეხვდება. ამის შესახებ „ლიბერალს“ პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
„მიუხედავად იმისა, რაც მათ (მამალაძის ოჯახმა) წინა დაგეგმილი შეხვედრის დროს მოიმოქმედეს და პირობები დააყენეს, ულტიმატუმებით დაიწყეს საუბარი და ერთი საათი ელოდა პატრიარქი და არ მობრძანდნენ შეხვედრაზე, მისმა უწმინდესობამ მაინც გადაწყვიტა, რომ შეხვდეს ოჯახის წევრებს. ოთხშაბათს, 21 ივნისს, 13:00 საათზე“, - განაცხადა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.