პატრიარქის აზრით, მეუღლეები ერთმანეთს ძალიან არ უნდა გაუშინაურდნენ

 
დღეს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს დაურიგდა ჟურნალი - „ბედნიერი ოჯახი", რომელსაც პატრიარქის წინასიტყვაობა აქვს წამძღვარებული.  „იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს, ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას... -  წერს საქართველოს პატრიარქი.  „ძველ დროს, საერთოდაც, ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული, თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ”, - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში. დღეს საპატრიარქო ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს აღნიშნავს.