„პატრიოტთა ალიანსი“ მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს

 
პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის თქმით, მათი პოლიტიკური ძალა  საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. - ამის შესახებ მან „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.  დავით თარხან-მოურავის თქმით, 25 ნოემბერს ისინი მასშტაბურ შეკრებას გეგმავენ „დინამოს“ სტადიონზე, სადაც  ის ადამიანები იქნებიან მიწვეულნი, რომლებიც სააკაშვილის  რეჟიმს გააპროტესტებენ. თარხან-მოურავის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია მხარს ზურაბიშვილის უჭერს, მათ ხელისუფლებასთან არაერთი მოთხოვნა ექნებათ.  „პატრიოტთა ალიანსი“ კიდევ ერთ აქციას  ბათუმში, ერას მოედანზე, 1 დეკემბერს გეგმავს.