პენსი: მე და პრეზიდენტი არ გავჩრედებით, ვიდრე თურქეთი პასტორს არ გაათავისუფლებს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთს მოუწოდებს და ურჩევს, ნუ გამოცდის ტრამპის მოთმინებას და გაათავისუფლოს თურქეთში დაკავებული პასტორი. ამის შესახებ პენსმა Twitter-ზე დაწერა.
„თურქეთში დაკავებული პასტორი ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულო ადამიანია. სამართლიანობა ითხოვს, რომ ის გათავისუფლდეს. თურქეთისთვის უმჯობესია, ნუ გამოსცდის, როგორ გადაწყვეტს ტრამპი უცხო მიწაზე არაკანონიერად დაკავებული ამერიკელის სამშობლოში დაბრუნების პრობლემას “, - წერს ვიცე-პრემიერი.
მისი თქმით, ის პრეზიდენტთან ერთად არ გაჩერდება და იბრძოლებს პასტორის აშშ-ში დასაბრუნებლად.
„მე და პრეზიდენტი არ გავჩერდებით მანამდე, სანამ პასტორი არ დაუბრუნდება თავის ოჯახს, მეგობრებს და ეკლესიას აშშ-ში. ყველა ამერიკელმა უნდა ილოცოს ენდრიუ ბრანსონისთვის,-განაცხადა მაიკ პენსმა.
.@POTUS and I continue to stand firm until Pastor Brunson is released and returned to his family, friends, and church in the USA. Every American should continue to pray for Pastor Andrew Brunson & his wife Noreen until this godly man of faith is home.
____________________________
თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა.
ანკარა მას ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.
მომხდარის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც თურქეთში ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია.