პესკოვი: ვიმედოვნებთ, ბრიტანეთი რუსეთთან კარგი ურთიერთობების საჭიროებას გააცნობიერებს

 
კრემლი ბრიტანეთთან უკეთეს ურთიერთობებზე ამყარებს იმედს. ბრიტანეთში ჩატარებულ რეფერენდუმს პრეზიდენტი პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. „იმედი გვაქვს, ახალ რეალობაში ბრიტანეთი რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარების საჭიროებას გააცნობიერებს“, - პესკოვის ინფორმაციით, Brexit-თან დაკავშირებით მოგვიანებით ვლადიმერ პუტინიც გააკეთებს განცხადებას. დიდმა ბრიტანეთმა გუშინ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, დღეს კი ქვეყნის პრემიერმა, დევიდ კემერონმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.