პოლიციელებს შორის კონფლიქტი ორმაგი მკლელობით დასრულდა

 
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი და დაჭრილია ერთი პირი. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტის დროს პოლიციელებმა ერთმანეთს ესროლეს. დაჭრილი კი შემთხვევითი გამვლელია. მკვლელობის საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.