„პოლიციური რეჟიმი უნდა დასრულდეს" - „აუდიტორია 115" დღეს პარლამენტთან აქციას გამართავს

 
პოლიციური რეჟიმის გასაპროტესტებლად, დღეს, 23:30 საათზე, საქართველოს პარლამენტთან „აუდიტორია 115-ის" ორგანიზებით აქცია გაიმართება.  „აქ და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ ადამიანების გადასარჩენად ვისაც წაართვეს თავისუფლება და მათთვის, ვისაც პოლიციური რეჟიმი უნგრევს მომავალს.  ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სხვანაირად ცხოვრება შეიძლება" - ნათქვამია „აუდიტორია 115-ის" განცხადებაში, რომელსაც „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში იცვლებიან მთავრობები,მაგრამ მკაცრი პოლიციური რეჟიმი უცვლელი რჩება. ქვეყანაში,რომელის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეში ცხოვრობს და არ გააჩნია ღირსეული სამსახური, წესრიგის დამყარების ერთადერთი გზა არის ტოტალური პოლიციური კონტროლი. ამ პირობებში ყველა მთავრობა პოლიციას ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებებს გააკონტროლის თითოეული მოქალაქე. ბოლო ათწლეულების მანძილზე პოლიციურმა რეჟიმმა უამრავ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება.  გასულ წელს სამტრედიელი დემურ სტურუა პოლიციამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა. დემურ სტურუამ სიკვდილის წინ დატოვა წერილი,რომლითაც ამხილა მოძალადე პოლიციელი. თავისუფალი საზოგადობისთვის ეს ფაქტი უნდა ყოფილიყო ბოლო წვეთი,მაგრამ ჩვენი სისუსტით და არაორგანიზებულობით კარგად ისარგებლეს პოლიციური რეჟიმის დამცველებმა.  პირველ რიგში პოლიციის ზეწოლის მსხვერპლი გახდა დემურ სტურუას დედა,რომელსაც აიძულეს ეთქვა,რომ მისი შვილის სიკვდილში პოლიციას შესაძლოა ბრალი არც მიუძღვოდეს. დღეს კი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო მოძალადე გოდერძი თევზაძე და სასამართლო დარბაზიდან გაათავისულფა. ეს არის მკაფიო მესიჯი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის,რომ რეპრესიულ მანქნას აქვს ყველაფრის უფლება და გარანტირებული აქვს ხელშეუხებლობა.  ამ ყველაფრის პარალელურად გუშინ პოლიციამ დააკვა ორი ახალგაზრდა, გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი ,რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი და ამ ადამიანებს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციის ამგვარი მოქმედების მიზეზი იყო ორი ახალგაზრდის კლიპი,რომელშიც გაშარჟებულია პატრულის თანამშრომელი.  დღეს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მუშაობს რეპრესიული მანქანა,რომლისთვისაც არაფრად ღირს ადამიანის სიცხოცლე და თავისუფლება.  აქ და ახლა ჩვენ უნდა დავიწყოთ ბრძოლა იმ ადამიანების გადასარჩენად ვისაც წაართვეს თავისუფლება და მათთვის, ვისაც პოლიციური რეჟიმი უნგრევს მომავალს.  ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სხვანაირად ცხოვრება შეიძლება. ვიკრიბებით დღეს, 23:30 საათზე, საქართველოს პარლამენტთან. #აუდიტორია115".