პოლონეთის „შავი ორშაბათი“- აქცია აბორტის აკრძალვის წინააღმდეგ
დღეს პოლონეთში აბორტის აკრძალვას აპროტესტებდნენ.
ათი ათასობით ქალმა პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში მოაწყო ე.წ. შავი მსვლელობა, მათ გლოვის ნიშნად შავის სამოსი ეცვათ. აქციის მონაწილეები იბრძვიან თავიანთი რეპროდუქციული უფლების დაცვისთვის. გაფიცვის მიზნით უარს ამბობენ სამსახურზე, სკოლასა და სახლის საქმეებზეც.
ამ კანონის მიხედვით, თუ ქალი გაიკეთებს აბორტს, მას ემუქრება 5 წლიანი პატიმრობა. ამასთან კანონის წინაშე დაისჯება ის ექიმიც, რომელიც იქნება ამის შემსრულებელი. ევროპაში მსგავსი კანონი მალტასა და ვატიკანში მოქმედებს.
აბორტის საწინააღმდეგოდ კანონი თითქმის მიღებულია, მაგრამ არსებობს გამონაკლისები. მაგ: თუ ქალის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; თუ ნაყოფს აქვს სერიოზული და შეუქცევადი დაზიანება; თუ ორსულობა არის გაუპატიურების შედეგი და ამას ადასტურებს სამართალდამცავი უწყებები.
ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ BBC-ის განუცხადა: „ჩვენ ვეუბნებით კმარას მთავრობას, ეკლესიას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ კანონის შემოღებას გეგმავს, რადგან ეს გულისხმობს, რომ უამრავი ქალი განწირული იქნება სიკვდილისთვის“.
კათოლიკური ეკლესია აქტიურად მონაწილეობს აბორტის აკრძალვისთვის კანონის შემოღების პროცესში.
მსვლელობა დღეს მოეწყო და მას უკვე ეწოდა „შავი ორშაბათი“.