პრემიერ კვირიკაშვილის აზრით, საქართველოში სეკულარიზმი, თავისი კლასიკური გაგებით, უადგილოა

 
"მიუხედავად იმისა, რომ დღეს სახელმწიფო და ეკლესია დამოუკიდებლები არიან, საქართველოში სეკულარიზმი თავისი კლასიკური გაგებით უადგილოა, და ვფიქრობთ, რომ ჩვენს ერში არსებობს მოდელი, რომელიც მსოფლიოში უნიკალურია" - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ეს განცხადება პრემიერმა დღეს,  სასტუმრო "სნოს" გახსნაზე გააკეთა, რომელზეც ის პატრიარქმა მიიწვია. "სნოს" გახსნაზე აგრეთვე იმყოფებიან პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.