პრეზიდენტი დეპუტატის მხრიდან თანაშემწეზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხმაურება

 
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობის საქმეს Twitter-ზე ეხმაურება. „#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიერ თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. არ უნდა მოვითმინოთ!”, - წერს ზურაბიშვილი. #MeToo in #Georgiatoo: a member of #Tbilissicitycouncil subject to investigation for presumed #sexualharassment towards his assistant. Not to be tolerated!