პრეზიდენტი გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ხვდება

 
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას ხვდება. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც ცნობილია, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდება და სიტყვით მიმართავს. შეხვედრა  ღია იქნება.  ჯერჯერობით, უცნობია, რას ეხება პრეზიდენტისა და გენერალური აუდიტორის დღევანდელი შეხვედრა.