პრეზიდენტი: საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა მაქსიმალური დიალოგით და კონსესუსით იქმნება

 
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა მხარეების ჩართულობით და მაქსიმალური დიალოგით იქმნება.  „მნიშვნელოვანია დავრჩეთ ევროპული ფასეულობების ერთგული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე. აქ, ბუნებრივია, ჩვენ ვერანაირი კომპრომისი ვერ გვექნება პლურალიზმის, მრავალპარტიულობის, კონსენსუსის ღირებულებებთან მიმართებაში. იქიდან გამომდინარე, რომ კონსტიტუცია წარმოადგენს სწორედ იმ ფუნდამენტს, რომლის ირგვლივაც იგება მთელი სახელმწიფო სისტემა. სწორედ კონსენსუსით, მაქსიმალური ჩართულობით მხარეების, მაქსიმალური დიალოგით იქმნება საკონსტიტუციო პროცესის ლეგიტიმურობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. კონფერენციას ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიო ესწრება.