პრეზიდენტი: თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება
საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნების თარიღზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს ჩატარდება. როგორც მან აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია მთავრობასთან ერთად იმუშავებს.
როგორც პრეზიდენტმა თქვა, ოფიციალური აქტი არჩევნების დანიშვნის შესახებ არა დღეს, არამედ არჩევნებამდე 60 დღით ადრე, ანუ 22 აგვისტოს გამოიცემა. შესაბამისად, აგვისტოს ბოლოდან გაიხსნება საარჩევნო კამპანიაც.