პრეზიდენტი: ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს
საქართველოს პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
"შეშფოთებული ვარ მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა საქართველოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
ჩვენ აქტიურ კომუნიკაციაში ვართ პროკურატურასთან, ვაკვირდებით გამოძიების პროცესს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ველოდებით გამოძიების დროულად დასრულებას, რომელიც გასცემს პასუხს კითხვებს, როგორც დაგეგმილი დანაშაულის შესაძლო მონაწილეების, ასევე შემკვეთების თაობაზე." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.