პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით

 
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ: "დღეს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ, რომელთანაც თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია,  განხორციელდა პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის ტირაჟირება,  ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ  სააგენტოს მიერ გაკეთებული განმარტება  და რეაგირება  იქნებოდა ადეკვატური, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია წყვეტს კონტრაქტს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან", - წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.