პრეზიდენტმა 8 თავისუფლებააღკვეთილი და 3 პირობით მსჯავრდებული შეიწყალა

 
დღეს საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ. პრესსამსახურის ცნობით, ამის გარდა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 3 პირობით მსჯავრდებული (მათ შორის 1 ქალი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.