პროკურატურა: „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებასთან დაკაშირებულ გარემოებებს შევისწავლით
საქართველოს პროკურატურაში ამბობენ, რომ ჯგუფ „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლიან.
„საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც მივიღებთ შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება”, - ამბობენ, საქართველოს პროკურატურაში.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი დააკავა. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშც პოლიციელია გაშარჟებული.
დაკავებული რეპერი გიორგი ქებურია: მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო
„ბირჟა მაფიის“ წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ