პროკურატურა ძაღლის მოკვლაში ბრალდებულისთვის 3000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

 
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის  მიმართ  სასტიკი მოპყრობის ფაქტზე  მოქალაქე დ.ტ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.  პროკურატურის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ გუშინ, 31 ივლისს, დ.ტ.-მ ძელის საშუალებით, რომელზეც დამაგრებული იყო ლურსმანი, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სასტიკად  სცემა დაბმული ძაღლი. მიყენებულმა დაზიანებებმა ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.  „პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებული დ.ტ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა და 3000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.  საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს  ვადით ერთ წლამდე“, - აცხადებს პროკურატურა