პროკურატურა გოდერძი თევზაძის გამამართლებელ განაჩენს სააპელაციო საამართლოში გაასაჩივრებს

 
პროკურატურა გეგმავს, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს. „არ ვეთანხმებით პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და განაჩენს გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში" - ამის შესახებ „ლიბერალს" პროკურატურაში უთხრეს.  პოლიციელი გოდერძი თევზაძე, რომელსაც დემურ სტურუას თვვითმკვლელობამდე მიყვანა ედებოდა ბრალად, სასამართლომ დღეს გაამართლა.