პროკურორი „ბირჟა მაფიის“ საქმეზე: შევაფასებთ და გადავწყვეტთ, დავიწყებთ თუ არა გამოძიებას

 
ჯგუფ „ბირჟა მაფიის“ წევრების გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა, რომ მოწოდებული ინფორმაციის შეფასების შემდეგ გადაწყდება, დაიწყებს თუ არა პროკურატურა გამოძიებას. მისი თქმით, შესაძლოა, პოლიციელებსაც გაესაუბრნონ.  „გამოიკითხა ორივე ბრალდებული. მოგვაწოდეს ინფორმაცია დაკავებასთან დაკავშირებით და კონკრეტულად მიუთითებდნენ იმ სამართალდარღვევაზე, რაზეც სასამართლო პროცესზე აპელირებდნენ. სრულად ავსახეთ მოწოდებული ინფორმაცია, გადავხედავთ, შევაფასებთ და ამის შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას გამოძიების დაწყების თაობაზე.  ჩვენ უნდა შევაფასოთ ის ინფორმაცია, რაც მოპოვებული გვაქვს. სანამ გამოძიება არ დაიწყება, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიციელებსაც გავესაუბროთ”, - განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ. სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.  დაკავებული რეპერი გიორგი ქებურია: მაგინებდნენ, რა გემღერებოდა, ახლა ვნახოთ, როგორ იმღერებო დაკავებული რეპერი: მირტყამდნენ თავში, მაიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი ჩემი იყო