პროკურორი: ბრალდებული დაზარალებულ ტრანსგენდერ ქალს 2011 წლიდან იცნობდა
ამ წუთებში სასამართლო ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობის საქმეს განიხილავს. ბრალდებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, პროკურორის განცხადებით, ამ ეტაპზე დამამძიმებელი გარემოების 53-ე მუხლის გამოყენების საჭიროება არ იკვეთება, რადგან „ბრალდებული დაზარალებულს 2011 წლიდან იცნობდა, ისინი ერთად იხდიდნენ სასჯელს. ამიტომ ბრალდებულისთვის კარგად იყო ცნობილი დაზარალებულის გენდერული იდენტობის შესახებ", - განაცხადა პროკურორმა.
პროკურატურის განცხადებითვე, მოწმეთა დაკითხვის შედეგად ცნობილი ხდება, რომ ბრალდებულს დისკრიმინაციული განცხადება არასდროს გაუკეთებია.
პროკურატურის თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებული პანელზე მივიდა და დაზარალებელს უთხრა, მისი შეყვარებულისთვისაც მიეცა პანელზე მუშაობის უფლება. ამის შემდეგ ღია სივცეში მოხდა თავდასხმა, ბრალდებულმა დაზარალებულს ბეტონი ჩაარტყა, შემდეგ ცივი იარაღი გამოიყენა.
ტრანსგენდერი ქალის ადვოკატი, ციალა რატიანი ამბობს, რომ 53-ე მუხლის გამოყენების მოთხოვნა დღის წესრიგში რჩება და საჭიროა დამატებით მტკიცებულებათა გამოკვლევა (53-ე მუხლი - ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისთვის).