ქაბულში გერმანიის საელჩოსთან აფეთქებას 80 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი დაშავდა

 
ქაბულში გერმანიის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებას 80 ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა. BBC-ის ცნობით აფეთქება მოხდა გერმანიის საელჩოსა და ავღანეთის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქუჩაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა.  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აფეთქების შედეგად  დაშავდნენ გერმანიის საელჩოს თანამშრომლებიც. დაღუპულია BBC-ის დაქირავებული მძღოლი და დაშავებულია 4 ჟურნალისტი.