ქალის მკვლელობისთვის ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის ადვოკატი გირაოს შეფარდებას მოითხოვს

 
ბარნოვის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალის საქმეზე დაკავებული ვეფხია ბაქრაძის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე საქალაქო სასამართლო დღეს მსჯელობს. როგორც დაკავებულის ადვოკატმა, ლევან მარსაგიშვილმა „ლიბერალთან“ განაცხადა, დაცვის მხარე გირაოს სახით 20 ათას ლარს მოითხოვს.   13 აპრილს 25 წლის ქალი ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლში მოკლეს. მას მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით დედის ყოფილმა მეუღლემ გამოჭრა ყელი. პირი მეორე დღეს დააკავეს.  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. ვეფხია ბაქრაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. დაკავებული ოჯახში ძალადობის ბრალდებით მანამდეც იხდიდა სასჯელს, მაგრამ ის პრეზიდენტმა შეიწყალა. სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე, 2017 წლის 25 მაისს დატოვა. პროკურატურა ბარნოვზე მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს რატომ დააკავეს ცოლზე ძალადობისთვის ვეფხვია ბაქრაძე ოთხი თვის შემდეგ რატომ შეიწყალა ბარნოვზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული - პრეზიდენტის არგუმენტები​ ე.წ. უდოს კომისიაში ამბობენ, რომ ვეფხია ბაქრაძეზე იგივე დახასიათება ჰქონდათ, რაც პრეზიდენტს ბარნოვზე მოკლული ქალის შვილების მდგომარეობას სოცსააგენტო შეისწავლის