ქარელის რაიონში დედა-შვილი მოკლეს

 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირში დედა-შვილი მოკლეს. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიებია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, მესამე ნაწილით, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  შსს-ში ამბობენ, რომ საქმეზე მიმდინარეობს მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო სამშაობი. დანიშნულია ექსპერტიზაც. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა.