ქორეპისკოპოსი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი არ ვიცი, მაგრამ კანაფის დედოფალი ნამდვილად გახდება
„ის არ ვიცი ახლა, პრეზიდენტი გახდება თუ არა, მაგრამ „კანაფის დედოფალი“ ნამდვილად გახდება“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა. მისი თქმით, კანონპროექტის უკან ფინანსური ინტერესები დგას.
ქორეპისკოპოსმა ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპასუხოდ განაცხადა. პრეზიდენტობის კანდიდატმა 15 სექტემბერს თქვა რომ მარიხუანასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს და ამ საინფორმაციო კამპანიის სათავეში თვითონ იქნება.