ქურთი რეპორტიორი ერაყში პირდაპირი ჩართვის დროს აფეთქებას ემსხვერპლა

 
ქურთი რეპორტიორი ქალი ერაყში, მოსულთან პირდაპირი ჩართვის დროს აფეთქებას ემსხვერპლა.  შიფა გარდი, რომელიც ქურთულ ტელეარხ Rudaw-ზე მუშაობდა, დასავლეთ მოსულის რეგიონებში ერაყის ბრძოლებს აშუქებდა. დასავლეთ მოსულის რეგიონები მანამდე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ იყო კონტროლირებადი. ერაყის არმია მოსულის დასავლეთ ნაწილში პარასკევს შევიდა.