ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა

 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისში მზის პანელების მწარმოებელი ქარხანის გახსნას დაესწრო. საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, მზის ენერგიის მოდულების წარმოების კომპანიის, „აე სოლარის” უახლესი საწარმო 16 000 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული. გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.