რა არის „Windows“-ი და საჭიროებს თუ არა რეგულარულად გადაყენებას?
Windows-ი არის კომპიუტერის ოპერაციული სისტემა, რომელიც შექმნილია კომპანია Microsoft-ის მიერ. Windows-ის საშუალებით მომხმარებელი მართავს სხვადასხვა პროგრამებსა და ფაილებს.
ვინდოუსმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ტექნოლოგიებში და მოდი ვთქვათ, რომ ის შესაძლოა დღემდე უკონკურენტოდ ჩაითვალოს კომპიუტერის ოპერაციულ სისტემებს შორის.
ალბათ უმეტესობამ იცის, რომ Windows-ის პირველი ვერსიის გამოშვებიდან 40 წელი გავიდა. Microsoft-მა საზოგადოებას 1985 წლიდან მისცა საშუალება ვირტუალურ სამყაროში გადაენაცვლათ. მალევე ვინდოუსმა
მომხმარებელს შესთავაზა ჩაშენებული ინტერნეტის მხარდაჭერაც (Internet Explorer).
Windows-ი რამდენიმე ძირითად ელემენტს შეიცავს. პირველი არის სამუშაო მაგიდა, იგივე Desktop-ი. დესკტოპზე გამოტანილია სხვადასხვა ფაილები, პროგრამები, ფანჯარა. თავის მხრივ My computer შეიცავს ფანჯარას, რომელშიც მოთავსებულია: მართვის პანელი, დისკები, პრინტერები, Recycle Bin.
Taskbar-ი, იგივე დავალებათა პანელი, რომელზეც მდებარეობს მთავარი მენიუს გამოსაძახებელი ღილაკი start.
ვინდოუსის ძირითადი მახასიათებლები:
ფაილების მართვა - ვინდოუსი ყველა ტიპის მომხარებლს ერგება და მარტივი გზით სთავაზობს მათ სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად: მომხმარებელს შეუძლია შეინახოს, გახსნას და მართოს ფაილები და მონაცემები მარტივად.
GUI (გრაფიკული ინტერფეისი) - რადგან ვამბობთ რომ ვინდოუსს არ სჩვევია სირთულეები, ეს გამოიხატება კიდეც გრაფიკულ ინტერფეისში (მარტივი მენიუ, აიქონები, ფანჯრები).
სისტემის განახლება - სამყაროში განახლებას ყველაფერი საჭიროებს, მათ შორის რა თქმა უნდა ვინდოუსიც. ვინდოუსს აქვს რეგულარული განახლებები, რომლებიც აუმჯობესებს პირველ რიგში უსაფრთხოებას, მუშაობის ხარისხზე და ასევე ახალი ფუნქციების დამატების შესაძლებლობას იძლევა.
ვინდოუსის ძირითადი ვერსიები:
მაიკროსოფტმა სხვადასხვა დროის მონაკვეთში გამოუშვა ვინდოუსის მრავალი ვერსია და მათგან ყველაზე ცნობილია:
Windows 95, რომელიც ცნობილია როგორც გრაფიკული ინტერფეისის რევოლუცია;
Windows XP ძალიან პოპულარული ვერსიაა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.
Windows 7 მომხმარებლებში პოპულარობით სარგებლობდა, რადგან გამარტივებული და დახვეწილი ვერსია იყო;
Windows 10 დღეს დღეისობით ისევ აქტუალურია, რადგან თანამედროვე და რეგულარულად განახლებადი ვერსიაა;
Windows 11 გამოვიდა 2021 წელს სრულიად ახალი დიზაინითა და რათქმაუნდა გაუმჯობესებული ფუნქციებით.
რატომ უნდა გადავაყენოთ ვინდოუსი?
ტექნოლოგიური სამყაროში ყველაფერი საჭიროებს განახლებას, მათ შორის ვინდოუსიც. ვინდოუსის გადაყენება საჭიროა სისტემის ოპტიმალური, სწრაფი და ხარისხიანი მუშაობისთვის და ასევე არსებული პრობლემის მოსაგვარებლად.
ვინდოუსის გადაყენება საჭირო იმ შემთხვევაში ხდება, თუ:
სისტემა ნელა იწყებს მუშაობას - დროთა განმავლობაში სისტემაში გროვდება ბევრი არასაჭირო პროგრამა, ფაილები რაც მკვეთრად ანელებს კომპიუტერის მუშაობას.
კომპიუტერში ხვდება ვირუსები - ალბათ ხშირად გსმენიათ ვირუსების შესახებ და თუ ასეა, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ ისიც, რომ კომპიუტერში ვირუსის მოხვედრა დიდ პრობლემას წარმოადგენს და სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად არის საჭირო ვინდოუსის ხელახალი ინსტალაცია.
სისტემის ფაილები დაზიანებულია - ამ შემთხვევაში ფაილების დაზიანება იწვევს სისტემის გათიშვას და ამ შემთხვევაშიც ვინდოუსის გადაყენება ერთადერთი გამოსავალია.
ხდება არასასურველი პროგრამების დაგროვება - ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ დამეთანხმებით რომ სისტემაში ხშირად გვიგროვდება არასაჭირო ფაილი, პროგრამა, რომლის არსებობაც ხშირ შემთხვევაში არ გვახსოვს თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ხოლმე მუშაობის ხარისხზე, სისწრაფეზე და სტაბილურობაზე.
გსურს სისტემის განახლება ან/და ოპტიმიზაცია - ალბათ ყველას ახალი ვერსია გვირჩევნია, ხომ ასეა? სწორედ ამიტომ თუ ვინდოუსის ძველი ვერსია გაქვთ და გსურთ თანამედროვე ვერსიაზე გადასვლა საჭიროა ინსტალაცია.
რა უნდა გავითვალისწინოთ ვინდოუსის გადაყენების დროს?
ყველა ჩვენგანი წლობით ვინახავთ საჭირო, სამახსოვრო ფაილებს, ფოტოებს, მოკლედ ყველაფერს რაც ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაილების დაკარგვის შიშით ხშირად ცდილობენ გადაავადონ ვინდოუსის გადაყენება ან იმდენად სწრაფად დგება ვინდოუსის გადაყენების საჭიროება იშლება ჩვენი ფაილები რაც დამეთანხმებით ძალიან არასასიამოვნოა. სწორედ ამიტომ გახსოვდეთ:
შეინახეთ მნიშვნელოვანი ფაილები, ფოტოები, დოკუმენტები სხვა მყარ დისკზე, დრაივზე (Google Drive, OneDrive).
არ დაგავიწყდეთ პროგრამების სიის შედგენა, ჩამოწერეთ შეინახეთ და გადაყენების შემდეგ შეძლებთ მარტივად გაიხსენოთ რომელი პროგრამების დაინსტალირების აუცილებლობა გაქვთ.