რა არის ის აუცილებელი რამ, რისი მიღებაც ადამიანს მხოლოდ ფულით შეუძლია?

 

დღეს დღეისობით ფულს გადამწყვეტი როლი აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუმცა მაინც ხშირად ისმის კითხვა - რა არის ის, რისი მიღებაც მხოლოდ ფულით არის შესაძლებელი?

და რა იქნება ეს თუ არა ჯანმრთელობა?

დღევანდელ დროში, სადაც დაავადებები ყოველ ნაბიჯზე გვხდება, ვირუსები, ინფექციები არ არის გასაკვირი, ვებრძვით დაღლილობასა და მუდმივ შფოთვებს ჯანდაცვა ყველაზე მეტად მოთხოვნადია და ამავდროულად საკმაოდ ძვირიც.

მოკლედ სამედიცინო დახმარება ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საჭიროებაა, რომლის უმეტეს ნაწილს ფულით ვიღებთ. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ საჭიროებებზე არსებობს უფასო მომსახურება, საბოლოო ჯამში რეაბილიტაციასა და მედიკამენტებში საკმაოდ დიდი თანხების გადახდა გვიწევს.

ახლა შესაძლოა გაგეღიმოს, მაგრამ გახსოვდეს შენ გაგიმართლა თუ სუფთა წყალი და მეტ ნაკლებად საკვები მაინც გაქვს. გახსოვდეს, არის ქვეყნები სადაც საკვები და წყალი - აი ეს ფუნდამენტური საჭიროებები ადამიანებს არ გააჩნიათ და მისი მიღება ისევდაისევ ფულით არის შესაძლებელი.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა ეს არის საცხოვრებელი ფართის/ადგილის შეძენა.

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება თავშესაფარი, თუნდაც დროებითი და მით უფრო არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს სურვილი შეიძინოს საკუთარი სახლი თუ ბინა.

დროებით თავშესაფარში მოიაზრება ფართის ქირაობა, ქირის თანხა კი დაბალი რომ არ არის არავისთვის იქნება გასაკვირი.

ბინის/სახლის ყიდვა კი ზოგადად რა თანხებთანაა დაკავშირებული ნებისმიერმა ადამიანმა იცის და არ ღირს ამ თემის სიზუსტეში ჩაშლა, უბრალოდ ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს ურთულესი გზაა რომელსაც ბევრი ადამიანი გადის.

ფული რა ელემენტარულ რაღაცეებში გვჭირდება არა? ერთი ლოკაციიდან მეორე ლოკაციამდე ტრანსპორტით გადაადგილების შეთხვევაში უფასოდ ხომარ ვმგზავრობთ? თან თანამედროვე სამყაროში გადაადგილება ადამიანებისთვის აუცილებელია - სამსახურში მიდიხარ, ექიმთან, მეგობრებთან, ერთი ქალაქიდან მეორეში ან სად არ აქვს მნიშვნელობა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებზე.

ახლა შევეხოთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს -  განათლებას.

აბა თუ გაიხსენებთ თქვენს გარშემო რამდენმა ადამიანმა თქვა უარი ამ საჭიროებაზე ფინანსების არარსებობის გამო?

მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში მრავალი უფასო რესურსი არსებობს, მაღალი ხარისხის განათლება და პროფესიული ცოდნა უმეტესად ფასიანია.

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია მსგავსი შემთხვევა ცოტა არ არის.

 

ალბათ ხშირად გსმენიათ წუწუნი თემაზე - დავიღალე, სულ ვმუშაობ და ფული მაინც არ მაქვს.

დიახ, ფული არასდროსაა საკმარისი და მისი სწორად განაწილება ბევრმა ადამიანმა სამწუხაროდ არ იცის და ხშირად დაუგეგმავადაც გვეხარჯება. სწორედ ამიტომ მიმართავენ დაგეგმარებას. ადამიანები, რომლებიც ფინანსებს განსაკუთრებულად უფრთხილდებიან მუდმივად აღრიცხავენ შემოსავალსა თუ გასავალს.

მაგალითად:

გასავალი - კომუნალურები, კვება, გადასახადები, აუცილებლად საყიდი და საჭირო ნივთების სია და დაანგარიშება. შემდეგ კონკრეტულ თანხას გამოყოფენ დღიური საჭიროებებისთვის და რაც დარჩებათ, თუნდაც მცირედი, ინახავენ ხოლმე გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის.

მაგრამ, რამდენი ადამიანი გახსენდებათ ასეთი თქვენს გარშემო?

თუ გადავხედავთ ხელფასებს და შემდეგ ადამიანების ოჯახურ მდგომარეობასა და პირობებს, ვნახავთ, რომ ხშირად ხელფასიდან ხელფასამდე თანხები არ რჩებათ, არამცთუ თანხის გადანახვის შესაძლებლობა აქვთ.

და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ დავდექით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ თანხა სასწრაფოდ გვჭირდება?-ვსესხულობთ და ალბათ ყველას თუ არა უმეტესობას მაინც უსესხია თანხა, თუმცა გააჩნია რაოდენობას ხომ? რაოდენობა კი საჭიროებიდან გამომდინარეობს.

და თუ არც ახლობელს აქვს და არც ბანკი მაძლევს მოკლე დროში საჭირო რაოდენობის თანხას?

ასეთი შემთხვევებისთვის გახსოვდეს, რომ არსებობენ კერძო გამსესხებლები, რომლებიც გაასესხებენ თანხებს.

 

მოდი ვიყოთ ბანალურები და ვთქვათ, რომ არსებობს ბევრი რამ, რაც ფულით ვერ და არ იყიდება – სიყვარული, მეგობრობა, დრო, ჯანმრთელობაც კი მათ შორის, თუმცა რეალურ სამყაროში და დღევანდელ ცხოვრებაში არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებები, რომელსაც უფულოდ ნამდვილად ვერ მიიღებთ.