რა არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და როგორ მუშაობს ის?
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ფინანსური ინსტიტუტია, რომლის ძირითადი საქმიანობაა მცირე და საშუალო ზომოს სესხების გაცემაა როგორც ფიზიკურ პირებზე, ასევე მეწარმეებზე და მცირე ბიზნესებზე. მისოს ძირითადი მიზანია იმ პირების ეკონომიკურ განვითარება და უზრუნველყოფა ფინანსური სერვისებით, რომელთაც შეზღუდული აქვთ ბანკებთან წვდომა. იმ უამრავი მოთხოვნის გამო, რაც ბანკს სჭირდება სესხის ასაღებად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართვიანობა საკმაოდ ხშირია.
მოკლედ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში ისევე როგორც კერძო იპოთეკური სესხი.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისო არის ჩვეულებრივი საფინანსო სექტორის წარმომადგენელი კომპანია, რომელიც ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, ანუ თუ თანაკვეთა გაქვთ ან სამომავლოდ აპირებთ მისოსთან თანამშრომლობას, არ უნდა გქონდეთ განსაკუთრებული შიში იმისა, რომ თქვენს წინაშე შეიძლება რაიმე არაკანონიერი მოხდეს და მოტყუებული დარჩეთ, თუმცა წინაპირობებსა და ხელშეკრულებებს აუცილებლად ყოველთვის ყველგან დეტალურად უნდა გაეცნოთ. მისოს რეგისტრირებაც და ზედამხედველობაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხორციელდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეუძლიათ შემოგთავაზონ:
•სესხის გაცემა ფიზიკურ პირზე;
•სესხის გაცემა იურიდიულ პირზე;
•ვალუტის გაცვლა;
•ფულადი გზავნილების როგორც მიღება ასევე გაგზავნა;
•ობლიგაციებისა და თამასუქების გამოშვება;
•სადაზღვევო აგენტის ფუნქციის შესრულება.
ერთი რამ რასაც მიკროსაფინანსო ვერ ახორციელებს ეს არის ანაბრები, მათი მიღების უფლება არ აქვთ.
ყველასთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მიკროსაფინანსოები უფრო მოქნილი პირობებით გამოირჩევიან ბანკებთან შედარებით, თუმცა ამავდროულად შესაძლოა სესხის პროცენტი იყოს მაღალი.
თუ კი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ მიკროსაფინანსოდან სესხის აღება, მაშინ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
》მისოს აქვს სესხის თანხის ლიმიტი - ერთ მსესხებელზე გასცემს 100 000 ლარს. დამატებით სხვა თანხის გაცემა მას არ შეუძლია.
იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს განსახვავებული კანონი და რეგულაციები, მისოს საქმიანობაც შესაბამისად ყველგან განსხვავებულია.
რა უპირატესობებით გამოირჩევა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები?
》სიმარტივე და სისწრაფე
მიკროსაფინანსოში შეგიძლიათ სესხი როგორც მარტივად ასევე სწრაფად მიიღოთ.
》საკმაოდ მოქნილი პირობები მსესხებელს შესაძლებლობა აქვს სესხის პირობების შედგენაში მონაწილეობის მიღებისა და გადახდის გრაფიკის არჩევის.
》თითქმის უმნიშვნელო მოთხოვნები პრიორიტეტი არ ენიჭება იმას, თუ როგორი საკრედიტო ისტორია გაქვთ ან რა ოდენობის შემოსავალი.
》მნიშვნელოვანია, რომ მისოს აქვს ბიზნესის მხარდაჭერა – კომპანია ხელს უწყობს მცირე მეწარმეებსა და ბიზნესს ფინანსური რესურსით.
და მაინც არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ბრწყინვალე უპირატესობების ფონზე არსებობს რისკები, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეთ.
》უკვე აღვნიშნეთ და განვმეორდებით, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები გამოირჩევიან მაღალი საპროცენტო განაკვეთით, ანუ ბანკებთან შედარებით აქ სესხის პროცენტები უფრო მაღალია. შესაბამისად გადაწყვეტილებას თქვენ იღებთ რამდენად გიღირთ საქმის დაჭერა მისოსთან.
》ასევე გასათვალისწინებელია, რომ აქ შედარებით დაბალი რეგულირების დონეა. მომხმარებელი ბანკში გაცილებით დაცულია
》ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ეა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბანკი თუ კერძო მსესხებელი, წინასწარ უნდა შეაფასოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები და გადახდისუნარიანობა. სხვა შემთხვევაში შეგექმნებათ სერიოზული პრობლემები.
სესხის აღებამდე მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასება არაა მთავარი, ასევე მნიშვნელოვანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სწორად არჩევა.
ბევრ მიკროსაფინანსო ძალიან მიმზიდველი, კარგად შეფუთული შეთავაზება აქვს, რომელიც მომხმარებელს ხშირად იმედგაცრუებულსა და მოტყუებულს ტოვებს. გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერი მცირე დეტალიც კი უნდა გაიაროთ ორგანიზაციასთან, ყველაფერი გადაამოწმოთ, ნებისმიერი შეთავაზების სისწორეში უნდა დარწმუნდეთ და შემდეგ მიიღოთ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
იქიდან გამომდინარე, რომ ფინანსური როლი საკმაოდ დიდია თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში და მხოლოდ საჭიროება კი არა აუცილებლობაც კია ფინანსური სიმყარე თუნდაც მიზნების განსახორციელებლად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს მხოლოდ ფინანსურ სექტორში არ თამაშობენ, არამედ ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვისაც შეხება აქვს ამ ორგანიზაციასთან ან თანამშრომლობის სამომავლო საჭიროება.
ფინანსური მხარდაჭერა ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებებს და წინსვლას ნიშნავს, განსაკუთრებით კი იმ პირებისთვის, რომლებსაც ბანკებთან წვდომა შეზღუდული აქვთ.
აქვე გახსოვდეთ, რომ უმნიშვნელოვანესია სესხის პირობების დეტალურად გაანალიზება, სამომავლოდ ფინანსური სირთულეების თავიდან ასაცილებლად.