რა არის სესხის უზრუნველყოფა?
გსმენია ტერმინი სესხის უზრუნველყოფა? ან გაქვს თუ არა ინფორმაცია სესხის უზრუნველყოფის შესახებ? შესაძლოა გაგიგია, რადგან საბანკო შეთავაზებებს ხშირად წააწყდებოდი, მაგრამ თუ ჯერ კიდევ არ ფლობ დეტალურ ინფორმაციას სესხის უზრუნველყოფის შესახებ მაშინ ეს სტატია შენთვისაა.
ჩვენი ურთიერთობა ბანკებთან ან თუნდაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.
გარდა ორმხრივი სარგებლისა ფინანსურ ორგანიზაციებს ჩვენს თანხას, გადარიცხვებს და დანაზოგს ვანდობთ. ამიტომ ფინანსური პარტნიორის შერჩევა სიფრთხილით გმართებთ.
ორგანიზაცია, რომელთანაც ითანამშრომლებთ, იქნება ეს ბანკი თუ მიკროსაფინანსო, თქვენს პირობებსაც უნდა ერგებოდეს, უნდ აიყოს ლოიალური მომხმარებლის მიმართ და აგრესიულ პოლიტიკას არ იყენებდეს.
სესხის აღება ერთერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა, რომელიც ნაჩქარევად არ მიიღება. სესხი სანდო ორგანიზაციიდან უნდა აიღო და მხოლოდ ლამაზად შეფუთულ წინადადებებს არ დასჯერდე, ვინაიდან შესაძლოა მოტყუებული დარჩე რაც ფინანსურ გასავალს, ზედმეტ ხარჯს და საკმაოდ დიდ უსიამოვნებებს ნიშნავს.
სესხის აღებამდე მნიშვნელოვანია იცოდე მიზნობრიობა. სწორედ ამის მიხედვით ხდება განსაზღვრა თუ რა ტიპის სესხი გჭირდება.
არსებობს რამდენიმე ტიპის სესხი:
სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტო სესხი, ბიზნეს სესხი, სასწავლო სესხი, გირაოს საფუძველზე გაცემული სესხი, აგრო კრედიტი, ონლაინ სწრაფი სესხი.
▪︎სამომხმარებლო სესხი გამოიყენება პირადი ხარჯებისთვის.
▪︎იპოთეკური სესხი უძრავი ქონების შესაძენად, მშენებლობისთვის ან რემონტისთვის.
▪︎ავტო სესხი ნუ რათქმაუნდა ავტომობილის შესაძენად გაცემული სესხია და სესხის უზრუნველყოფა ხშირად თავადვე ამ ავტომობილით ხდება.
▪︎ბიზნეს სესხი – გაიცემა ბიზნესის დაწყებისთვის, ან არსებული ბიზნესის გაფართოებისთვის.
▪︎სასწავლო სესხი იყენებენ სტუდენტები განათლების საფასურის დასაფარად.
▪︎გირაოს საფუძველზე გაცემული სესხი. მსგავს სესხზე ქონებით ან ძვირფასი ნივთებით (მაგალითად ოქრო) ხდება უზრუნველყოფა.
▪︎აგრო კრედიტი - იყენებენ ფერმერები.
▪︎ ყველაზე აქტუალური სესხი - ონლაინ სესხი / სწრაფი სესხი. გაიცემა საკმაოდ მარტივი პროცედურებით და თანაც დისტანციურად.
რა არის სესხის უზრუნველყოფა?
სესხის უზრუნველყოფა ნიშნავს იმას, რომ სესხის გამცემი ორგანიზაცია ან კერძო გამსესხებელი, ითხოვს გარანტიას იმისა, რომ თანხას აუცილებლად დააბრუნებთ, ხოლო გარანტიის სახით თქვენგან იღებს უძრავ ან მოძრავ ქონებას. ხოლო იმ შემთხვევაში თუ თანხას ვერ გადაიხდით, ორგანიზაციას უფლება აქვს გაყიდოს თქვენს მიერ გარანტიად ჩადებული ქონება და ისე მიიღოს გასესხებული თანხა. ვიცი და მართალია რომ ეს ბოლო ფაქტი საკმაოდ არასასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით. როდესაც მსგავსი ტიპის სესხს იღებთ ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად, მათ შორის ქონების დასაკარგადაც, თუმცა თუ კარგად გათვლით ყველაფერს, დარწმუნდებით თქვენს გადახდისუნარიანობაში, გექნებათ ალტერნატივა და გეგმა ბ, ქონების დაკარგვაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ.
სხვათა შორის, იცოდი რომ უზრუნველყოფილი სესხები არაუზრუნველყოფილ სესხებთან შედარებით უფრო იაფია?
რა უნდა გაითვალისწინოთ უზრუნველყოფილი სესხის აღებამდე?
》თუ კი სესხის ასაღებად მოითხოვება უზრუნველყოფა მოძრავი ან უძრავი ქონებით, აუცილებელია გათავისებული გქონდეთ ის ფაქტი რომ, შესაძლოა ეს კონკრეტული ქონება დაკარგოთ თუ კი ვერ შეძლებთ სესხის გადახდას. ამასთანავე მსგავსი ტიპის სესხის აღება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთანაც. იპოთეკის რეგისტრაციის შემთხვევაში იხდით როფორც რეგისტრაციის ასევე სესხის დაფარვის შემდეგ რეგისტრაციის მოხსნის საფასურს.
》გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ თუ სესხის აღების წინაპირობა თავდების წარდგენაა, მაშინ ეს კონკრეტული პირი იღებს სეულ პასუხისმგებლობას იმ შემთხევაში თუ თქვენ ვერ ახერხებთ სესხის დაფარვას. ამ ფაქტის გათვალისწინებით სესხის აღებამდე და თავდებში პირის ჩაყენებამდე კარგად დარწმუნდით თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებში, რადგან სხვას არ დაეკისროს თქვენი ვალდებულება.
უზრუნველყოფილი სესხის აღებას შეძლებთ როგორც ბანკებში ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
》ბანკები – ყველაზე გავრცელებული და სანდო წყაროა უზრუნველყოფილი სესხებისთვის.
》მიკროსაფინანსო ორგანიზაციები – სესხს გირავნობით უზრუნვტოფენ, თუმცა გაცილებით მაღალ პროცენტში.
იპოთეკური სესხი უზრუნველყოფილი სესხია, რომელიც გაიცემა უძრავი ქონების შეძენისთვის, დაგირავებით თანხის მიღებისთვის ან რემონტისთვის. ხოლო უზრუნველყოფა ხდება იმ ქონებით, რომელზეც იღებ სესხს.